ილია აბულაძე 110

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საახალწლო მზადება გვაქვს. 26 დეკემბერს წელს უკვე ბოლო გამოფენა გაიხსნება. ეს გამოფენა ილია აბულაძის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის, დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება. 

ბევრი რამე გვაქვს დაგეგმილი ამ თარიღთან დაკავშირებით. გამოფენის გარდა, გაიხსნება მემორიალური დაფა, იქნება მოგონებების საღამო ჭიქა ღვინით და, რაც მთავარია, ვუჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ახლაც გადაღება-მონტაჟის პროცესშია და რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს 26 დეკემბრამდე!

ის ხელნაწერებს მთელ საქართველოში აგროვებდა, ეძებდა და შემდეგ თითოეულს ამუშავებდა. ეს უნიკალური მასალა კი, ანდერძის მიხედვით, ხელნაწერთა ინსტიტუტს დაუტოვა, მათ შორის, ისეთი ხელნაწერები, როგორიცაა, მაგალითად, “შუშანიკის წამება”.  იცოდით, რომ მისი ძმა H2SO4-ის, პირველი ქართული ფუტურისტული ჟურნალის ერთ-ერთი დამაარსებელი და ავტორი იყო?

უფრო მეტის გასაგებად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვიეთ, 26 დეკემბერს, 4 საათიდან, სადაც გამოფენა, ფილმი, მოგონებების საღამო და წინასაახალწლო განწყობა დაგხვდებათ!

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

, , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი